19 აპრილი 2024,   22:24
ვრცლად
"წინასაახალწლო საჩუქარი მოსახლეობას ივანიშვილისგან," - ოპოზიცია გაზის ტარიფის მოსალოდნელ გაზრდას აფასებს

წინასაახალწლო საჩუქარი მოსახლეობას ივანიშვილისგან - ასე აფასებს ოპოზიცია გაზის ტარიფის მოსალოდნელ გაზრდას. ოპონენტები აცხადებენ, რომ ხალხის ეკონომიკური მდგომარეობის ხარჯზე ხელისუფლება საკუთარ კომფორტზე ფიქრობს. ბუნებრივი აირის საფასური რომ გაიზრდება, ეს უკვე გარდაუვალია, რადგან სამმა მსხვილმა გაზგამანაწილებელმა კომპანიამ სემეკ-ს ამ მიზნით უკვე მიმართა. თბილისთან ერთად ტარიფი რეგიონებშიც გაძვირდება და ის ლარის გაუფასურებული კურსით დადგინდება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობას აღარიბებს, ძალაუფლებას უნდა ჩამოშორდეს და საზოგადოებამ ახალი ხელისუფლება უნდა აირჩიოს. თინათინ ბოკუჩავა, "ქართული ოცნების" დაპირებებზე ამახვილებს ყურადღებას.

"ეს არის ხელისუფლება, რომელიც ტარიფების განახევრებას ჰპირდებოდა მოსახლეობას და ნაცვლად ამისა მივიღეთ ფასების მატება ტარიფებზე, დენზე, ახალ გაზზე, ზოგადად საკვებზეც და მოსახლეობა დღითიდღე ღარიბდება,"-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

ხელისუფლების მიერ გატარებულ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას "ევროპულის საქართველოც." ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობაზე აისახება თითოეული არასწორი ნაბიჯი, რომელსაც ბოლო წლების მანძილზე მთავრობა დგამს. 

​"ყოველი ახალი წლის წინ ბიძინა ივანიშვილი "საჩუქარს" უკეთებს ქართველ საზოგადოებას. შარშან ახალი წლების წინ გააძვირეს დენი ტარიფი, სამწუხაროდ ახლა ახალი წლების წინ აპირებენ, რომ გააძვირონ გაზის ტარიფი,"- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

დღის ამბები