18 აპრილი 2024,   04:09
ვრცლად
საექსპორტო ბაზრები გაფართოვდა - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის კვლევა 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა დღეს კვლევების პრეზენტაცია გამართა. კვლევის მიზანი იმ ეკონომიკური სარგებლის პროგნოზირება იყო, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამ მოუტანა.

კვლევამ აჩვენა, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საექსპორტო ბაზრები გაფართოვდა. პროექტი ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს ორგანიზებით მომზადდა.

„თუ დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით უფრო მეტად ტრადიციული პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება, ევროკავშირის ბაზარი იძლევა იმის საშუალებას, რომ ავითვისოთ ახალი ბაზრები და უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია შევთავაზოთ ევროპულ ბაზარს“ - ამბობს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა გურული.

ფონდ „ ღია საზოგადოება საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი აღნიშნავს, რომ პირველი ორი წელიწადის განმავლობაში საგარეო ვაჭრობამ იმატა, ხოლო ახლა დასტაბილურდა.

„ეს საფიქრალია და ეს საფიქრალს უდნა გვიჩენდეს, წესით, ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც. უნდა მოხდეს მეტად რეფორმების მიდევნა, უნდა მოხდეს მეტი დივერსიფიცირება პროდუქტისა და რა თქმა უნდა, წარმოებული პროდუქტის მაღალ ხარისხში აყვანა, მაღალ სტანდარტზე აყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირის დაინტერესება ჩვენი მხრიდან ექსპორტისა ნაკლები იქნება“- აცხადებს ხუციშვილი.

დღის ამბები