20 აპრილი 2024,   01:29
ვრცლად
კახი კალაძემ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს რადიოქალაქისა და ტელეანძის საინვესტიციო პროექტები წარუდგინა

დედაქალაქის მერმა დღეს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს რადიოქალაქისა და ტელეანძის საინვესტიციო პროექტები წარუდგინა. დედაქალაქის მერის განცხადებით, ორივე პროექტის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი დოლარია. აქედან 20 მილიონი რადიოქალაქის განვითარებას მოხმარდება, რომლის გასხვისებასაც მერია აუქციონის გზით გეგმავს. კიდევ 10 მილიონი კი, ტელეანძის პროექტის განსახორციელებლად იქნება საჭირო. პროექტის მიხედვით, ანძა დაინტერესებულ კომპანიას გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა.

„საუბარია დამატებით რესტორნის მოწყობაზე, გადმოსახედები იქნება დაახლოებით 75 მეტრის სიმაღლეზე. შევქმნით სამუშაო ადგილებს და შეიძლება ითქვას, რომ დედაქალაქისთვის სატელევიზიო ანძა იქნება ერთ - ერთი საუკეთესო ადგილი არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და მეორე მნიშვნელოვანი პროექტი, ამაზეც ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ წინასაარჩევნო პერიოდში, ეს არის მუხიანში რადიოქალაქის პროექტის განხორციელება“ - აცხადებს კალაძე.

დღის ამბები