19 აპრილი 2024,   11:45
ვრცლად
მეგაშოუ „მხოლოდ ქართული“ ვიოლეტა მგალობლიშვილმა დატოვა

მეგაშოუ „ მხოლოდ ქართულის“ მეოთხე ლაივ კონცერტზე კონკურსს, ვიოლეტა მგალობლიშვილი გამოეთიშა. მან ჟიურის და მაყურებლის ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო.  მასთან ერთად აუთსაიდერი ნუცა თოფურია იყო.

„მხოლოდ ქართული-“ს ამ ტურის ლიდერი კი ნოდარიკო ხუციშვილი გახდა. მისმა შესრულებამ დარბაზისა და ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ყველაზე ეროვნული პროექტის მაყურებლის რჩეული უკვე მესამე კვირაა გიორგი კელაპტრიშვილია. ყველაზე მეტი ზარი სწორედ მან მიიღო.

"მხოლოდ ქართულის" პირველი სეზონის მუსიკალური ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე მეგა შოუს დაუბრუნდა. მესამე კონცერტზე მაყურებელმა სწორედ მის მიერ შექმნილი ცნობილი სიმღერების ძველი და ახალი ვერსიები მოისმინა. მუსიკალური პროექტის მეოთხე ტური კომპოზიტორების ოთარ რამიშვილისა და მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებას დაეთმო.

მომდევნო ორშაბათს მეგაშოუს მეხუთე კონცერტზე მხოლოდ "ქართული სიმღერით" ბრძოლას უკვე ექვსი კონკურსანტი განაგრძობს.

დღის ამბები