19 მარტი 2019,   08:39
ვრცლად
ამ ეკონომიკური ზრდით ვერ დავეწევით ათწლეულები ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას - ზურაბ ჭიაბერაშვილი ეკონიმიკის მინისტრს 

ბატონო გიორგი, თქვენ რომ ახლა ყოფილიყავით მაკკენზის თანამშრომელი და გელაპარაკათ ისეთ ადამიანებთან, ვინც არ ცხოვრობს აქ, არ იცის ქვეყანაში რა სიღარიბეა, ადამიანს დარჩებოდათ შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის - ამ განცხადებით, პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ეკონიმიკის მინისტრს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიმართა.

გიორგი ქობულიამ სხდომაზე მოხსენება წაიკითხა, სადაც ქვეყანაში, ეკონომიკის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. 

ჭიაბერაშვილის თქმით, ეკონომიკის მინისტრის მიერ ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, არსებულ რეალობას სცდება. ჭიაბერაშვილმა შედარებისთვის, წინა წლებში არსებული მდგომარეობა მოიყვანა.

მან წლების მიხედვით ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ 4%-ია, ქვეყანას ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანასთან დაწევა ათწლეულები დასჭირდება.

„თქვენ პასუხი უნდა გასცეთ ამ ქვეყნის მოსახლეობას ძალიან მარტივ კითხვაზე, ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას როდის დავეწევით? და ამ ეკონომიკური ზრდით, საშუალოდ 6 წლის განმავლობაში, 4%-იანი ეკონომიკური ზრდით, ვერ დავეწევით ათწლეულები ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილმა წინა ხელისუფლების დროს, 2004-2007 წლების განმვალობაში დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა და თქვა, რომ მაჩვენებელი საშუალოდ 9,3 % იყო. 2010-12 წლებში კი ეკონომიკური საშუალო ზრდა 6.6.% იყო.

„თქვენს პირობებში, ვიცით, რომ 2013-17 წლებში 3,7% იყო. თუ 2018 წლის მონაცემით გავასაშუალებთ, ცოტა მარალი იქნება. ეს კატასტროფული რიცხვებია,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი,  ქვეყანაში გაზრდილ უკიდურეს სიღარიბეზეც საუბრობს. ჭიაბერაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სამუშაო ადგილები ქვეყანაში არ იზრდება და ამბობს, რომ უმუშევრობა საქართველოს პირველი პრობლემაა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები