25 აპრილი 2024,   16:57
ვრცლად
ინფლაციაში ჩვენ ვართ საკმაოდ კომფორტულად - ეკონომიკის მინისტრი

ინფლაციაში ჩვენ ვართ საკმაოდ კომფორტულად - ეს განცხადება, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. გიორგი ქობულია დეპუტატების წინაშე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე მოხსენებით წარდგა.  

მინისტრმა არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ინფლაციის მაჩვენებელი და მიზეზები განმარტა. გიორგი ქობულია ამბობს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ ნიშნულს არ სცილდება. 

"ჩვენს გვაქვს ჩვენი ეროვნული ბანკის პოლიტიკა, სადაც ჩვენ ვამტკიცებთ მიზნობრივ ინფლაციას. ჩვენ ყოველთვის ვართ მიზნობრივ ინფლაციის დონეზე ან მის ქვემოთ. 2018 წელს 2,7 პროცენტია მიზნობრივი ინფლაცია და ჩვენ ვართ მიახლოებით ამ დონეზე, უფრო დაბლა 2,5 პროცენტზეც კი. ყველამ ვიცით 2017 წელს ინფლაცია იყო მაღალი, იმიტომ რომ ეს იყო ერთჯერადი ეფექტი იმ აქციზებისა, რომელიც ჩვენ ავწიეთ ალკოჰოლზე, სიგარეტზე და საწვავზე.

ინფლაციაში ჩვენ ვართ საკმაოდ კომფორტულად. ჩვენ თვლით, რომ ინფლაცია იქნება მიზნობრივი სამი პროცენტი მომავალი წლების განმავლობაში," განაცხადა ქობულიამ

დღის ამბები