18 აპრილი 2024,   08:05
ვრცლად
ხმაური გორის საკრებულოში - 2019 წლის ბიუჯეტი მწვავე დებატების ფონზე დამტკიცდა

გორის საკრებულოში დღეს კამათი მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილმა ცვლილებებმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის მერია აუთვისებელი თანხების მუხლიდან მუხლში გადატანას ითხოვდა.

სხვა მუხლებთან ერთად, თანხა მოაკლდა უფასო მედიკამენტებით მოსახლეობის უზრუნველყოფის პროგრამას  და  საკრებულოსა და მერიის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებას დაემატა.

 „ხმაური გამოიწვია იმან, რომ ფრაქცია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ძალიან მწვავე კითხვები ჰქონდა გორის მერთან. მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, მაშინ, როდესაც გაძვირდა კომუნალურები, გაძვირდა პური და ამის ფონზე თვითონ ხარჯები იზრდება საკრებულოში ხელფასის მუხლში 12 700 ლარით, ასევე მერიაში იზრდება ხარჯები 17 500 ლარით... ადამიანებს, რომლებსაც სახლები არა აქვთ და 80 ლარად 5 ადამიანი რომ ვერ იცხოვრებს ფართში და ვერც ნახავს, რატომღაც, კოტე თავზარაშვილის ყურამდე ვერ მივიდა და ვერ მივიტანეთ, ვინაიდან ჯერ კიდევ ვერ არკვევს ეს ადამიანი შპს-ს დირექტორია, თუ გორის მუნიციპალიტეტის მერი,“ - აცხადებს გორის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ვასილისა ჯავახიძე.

გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი, ჯავახაძის ნათქვამს არ ეთახნმება და ამბობს, რომ ხელფასის მუხლში არანაირი ცვლილება არ იგეგმება.

„ხელფასების მხრივ არანაირად არ იზრდება იმიტომ, რომ ხელფასი რაც ჰქონდათ, ისევ ის რჩება. რაც შეეხება აუთვისებელ ხარჯებს, იყო რაღაცა საკითხები, რომ ვერ აითვისეს. მიდის საუბარი, რომ, თითქოს, ორი მილიონი არ იყო აუთვისებული ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მართლაც ასეა, არ იყო ათვისებული. ეს იმის ბრალია, რომ სამი თვის განმავლობაში, როდესაც არჩევნები მიმდინარეობდა, ვერ მოხდა რაღაც სხვა და სხვა ცვლილებები,“ - ამბობს თავზარაშვილი.

დღის ამბები