19 აპრილი 2024,   11:26
ვრცლად
ხალხს არ უჭირს, ლარის გაუფასურება კი ფიზიკის კანონს ეწინააღმდეგება - დეპუტატები ეკონომიკის მინისტრის ხედვებმა გააოგნა

დეპუტატებთან 3-საათიან შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებდა, რომ საქართველოში სიღარიბე არ იზრდება და წლიდან წლამდე ადამიანების სოციალური მდგომარეობა არ უარესდება.  

ეკონომიკის ახალი მინისტრის პირველმა საპარლამენტო გამოსვლამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც დააბნია. ენძელა მაჭავარიანი გიორგი ქობულიას იმის ახსნას სთხოვდა, თუ რატომ უძვირდება სესხი თვიდან თვემდე.

ეკონომიკის მინისტრის საპირისპიროდ ოპოზიცია დარბაზში ცდილობდა იმის ახსნას, რომ საქართველოში ადამიანებს სულ უფრო უჭირთ და ფასები რეკორდულ ნიშნულს ყოველდღიურად უახლოვდება.

ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, გიორგი ქობულიას მიერ წარდგენილი ანგარიში პუნქტობრივად გაიარა. მისი განცხადებით, ხელისუფლება ციფრებით მანიპულირებს, სინამდვილეში ფასების მატების პარალელურად, არც მოსახლეობის შემოსავალები არ მატულობს.

ლარის გაუფასურება საპარლამენტო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ეკონომიკის მინისტრი ცდილობდა იმის ახსნას, რომ მონაცემები, რომელსაც სავალუტო ჯიხურების ტაბლოებზე მოცემული, საშიში არ არის. ქობულიას თქმით, ლარის გაუფასურება ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება.

დისკუსია ისე დასრულდა, რომ ოპოზიციამ შეკითხვებზე პასუხი ვერ მიიღო. უკმაყოფილი ოყო თავად ეკონომიკის მინიტრიც, რომელიც ამბობდა, რომ მისი განცხადებები არ ესმით. შეხვედრა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

დღის ამბები