21 მაისი 2019,   19:51
ვრცლად
გაზის ტარიფის გაზრდა კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენი გაღარიბებული მოქალაქეების მდგომარეობას - ჭიაბერაშვილი

ბუნებრივი აირის ტარიფის სავარაუდო გაზრდას ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ გაზზე საფასურის მატება მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება.

ოპოზიციის წარმომადგენელმა მთავრობის მიერ დენის ტარიფის გაზრდაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მთავრობა ამჯერად კი გაზზე საფასურს ზრდის.

„გაზის ტარიფი ძალიან ბევრ რეგიონში ორი წლის წინ უკვე გაიზარდა და მძიმე ტვირთი ისედაც უკვე იყო ჩვენი გაღარიბებული მოსახლეობისთვის. შარშან ივანიშვილის მთავრობამ გააკეთა საჩუქრის სახით საზოგადოებისთვის დენის ტარიფის გაზრდა. სამწუხაროდ, იგივე მეორდება ახალი წლებისთვის, როცა მაღალი ალბათობით, მოსალოდნელია გაზის ტარიფის გაზრდა და ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენი გაღარიბებული მოქალაქეების მდგომარეობას,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გაიზრდება თუ არა გაზის საფასური - ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ამ წუთებში სხდომა იწყება, სადაც ბუნებრივი აირის ტარიფი უნდა დადგინდეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები