20 აპრილი 2024,   14:47
ვრცლად
2018 წლის 11 თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა 4.7%ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის შეფასებით, 2018 წლის 11 თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა 4.7%ით გაიზარდა. 2018 წლის ნოემბერში კი ეკონომიკური ზრდის ტემპმა გასული წლის ნოემბერთან შედარებით 2.2% შეადგინა.

ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობისა და საფინანსო სექტორში, ასევე უძრავი ქონებით ოპერაციებსა და მომსახურების სფეროში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.

„2018 წლის 11 თვის საშუალო რეალური ზრდა 4.7. მეათედი პროცენტია. ზრდა შეინიშნებოდა საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, ასევე უძრავი ქონებით ოპერაციების დარგებში. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ტურისტების რაოდენობის ზრდა დადებითად მოქმედებს ვაჭრობის დარგზე, დაახლოებით, 6.4 მეათედი პროცენტით გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა. კლების შემცირების ტენდენცია გამოვლინდა, ძირითადად, ორ დარგში, ეს გახლავთ მშენებლობა და დამამუშავებელი მრეწველობა,“ - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

დღის ამბები