18 აპრილი 2024,   16:07
ვრცლად
"დღეს იქნება განსაკუთრებული დღე..." - მხოლოდ ქართული საახალწლო კონცერტისთვის ემზადება

ახალი წლის დადგომამდე 9 საათი რჩება. დღევანდელი საღამო გამორჩეული და საზეიმო იქნება "რუსთავი 2"-ის მაყურებლისთვის. საახალწლო ეთერის მთავარი მარგალიტი მხოლოდ ქართულის დაუვიწყარი მეგა შოუ იქნება.  ეს არ იქნება რიგითი ტური, არამედ სრულმასშტაბიანი საახალწლო ზეიმი.

მხოლოდ ქართულის სცენაზე სამზადისი უკვე დაწყებულია. ამ წუთებში მიმდინარეობს რეპეტიცია დღევანდელი საღამოსთვის.

„დღეს იქნება განსაკუთრებული დღე. ამაღლებული განწყობა საახალწლო. დღეს  ვეფერებით საოცარ სიმღერებს, ჩვენი მშობლების თაობის სიმღერებს და იქნება განსაკუთრებული მუსიკალური ინტერპრეტაციები,“-განაცხადა ზვიად ბოლქვაძემ.

კონცერტის ორგანიზატორები ამბობენ, რომ კონცერტი იქნება სიურპრიზებით სავსე. 

სამზადისია "მხოლოდ ქართულის" კულისებშიც. ჟიურის წევრი გიორგი გაბუნიას განცხადებით, განწყობა არის წინასაახალწლო და ეს განწყობა შენარჩუნდება.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანელი კონცერტი განსხვავებულია სხვა კონცერტებისგან მხოლოდ ქართულის დღეს ერთ-ერთი კონკურსანტი დატოვებს კონკურსს. 

"როდესაც კონკურსანტები დაამთავრებენ თავიანთ საქმეს და ერთ-ერთ კონკურსანტს დავემშვიდობებით, რომელიც ვეღარ გადავა 2019 წელს კონკურსანტი როლში, მერე ამ სცენაზე შევხვდებით ყველა ერთად 12 საათს და მერე იწყება უკვე კონცერტი, სადაც ვარსკვლავები იმღერებენ,"-განაცხადა გიორგი გაბუნიამ. 

დღის ამბები