18 აპრილი 2024,   11:55
ვრცლად
„ნდობისა და მხარდაჭერისთვის თქვენი მადლობელი ვარ" - სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა  

პრეზიდენტის რანგში პირველად მიულოცა ქვეყანას ახალი წელი სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა ადამიანის უფლებების დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე ილაპარაკა. ასევე, მიულოცა ახალი წელი საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ თანამოქალაქეებს და ისურვა, რომ 2019 წელი შერიგების წელი ყოფილიყო.

„ნდობისა და მხარდაჭერისთვის თქვენი მადლობელი ვარ. იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით და ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც. გასული წელი ტრაგიკული აღმოჩნდა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც შვილები დაეღუპათ გაურკვეველი წარმოშობის ნარკოტიკების გამო. მომავალი თაობა წარმატების მაგალითებზე უნდა იზრდებოდეს.

"2018 წელს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში კიდევ ორი ქართული ფენომენი შეიტანეს - ქართული ანბანის სამი სახეობა და ქართული ჭიდაობა. ვულოცავ ჯარისკაცებს და პოლიციელებს, რომლებიც ამ ღამესაც ჩვენს მშვიდობასა და წესრიგს იცავენ. ვულოცავ შორეულ მალისა და ავღანეთის მძიმე პირობებში განმწესებულ ჩვენს ჯარისკაცებს. მათ ვეწვევი ახლო მომავალში. ვულოცავ საოკუპაციო ხაზზე გალსა და ახალ გორში მცხოვრებ ჩვენს გმირ ხალხს. ვულოცავ აფხაზ და ოს ძმებს. დაე, 2019 წელი ყოფილიყოს შერიგების წელი,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები