24 აპრილი 2024,   06:28
ვრცლად
საახალწლო ტრადიცია ნიდერლანდებში ძლიერი ხანძრის მიზეზი გახდა

საახალწლო ტრადიცია ნიდერლანდებში ძლიერი ხანძრის მიზეზი გახდა - ჰააგის ტურისტულ ზონაში მოსახლეობამ, ტრადიციის მიხედვით, დიდი კოცონი დაანთო, თუმცა, ქარმა ნაპერწკლები გაფანტა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

ინცინდენტის დროს ბულვარზე ასობით ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო სამსახურმა მათი ევაკუაცია განახორციელა.

ცეცხლის ჩასაქრობად მეხანძრეებს ერთი საათი დასჭირდათ.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

დღის ამბები