24 აპრილი 2024,   17:08
ვრცლად
ტერაქტი მანჩესტერში - ერთ-ერთ მეტროს სადგურზე დანით შეიარაღებული დამნაშავე მგზავრებს დაესხა თავს

2019 წელს მანჩესტერი ტერორისტების თავდასხმით შეხვდა. ტერაქტი ერთ-ერთ მეტროს სადგურზე მოხდა. ახალი წლის ღამეს დანით შეიარაღებული დამნაშავე, ალაჰის სადიდებელი შეძახილებით, მგზავრებს დაესხა თავს და სამი ადამიანი დაჭრა. ერთ-ერთი დაჭრილი პოლიციის ოფიცერია.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავეს.

თავდასხმას BBC-ის პროდიუსერი შეესწრო. სემ კლარკი იხსენებს, რომ ტერორისტი დასავლეთის პოლიტიკას აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ ევროპა დაბომბვას იმსახურებს.

მისი ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა, ცნობილია, რომ თავდამსხმელი 25 წლის მამაკაცია.

შემთხვევის ადგილიდან პოლიციამ ორი დანა ამოიღო.

გამოძიებისთვის ჯერჯერობით უცნობია, ჰყავდა თუ არა თავდამსხმელს თანამზრახველები.

მომხდარის შემდეგ მანჩერსტერში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

დღის ამბები