24 აპრილი 2024,   21:19
ვრცლად
თავდასხმების სერია გერმანიაში - დაშავებულია 4 ადამიანი   

თავდასხმების სერია გერმანიაში - ქალაქ ბოტროპში შუა ხნის მამაკაცმა საკუთარი ავტომობილი სხვადასხვა ქუჩაზე გამვლელებს შეაჯახა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. დაზარალებულებს შორის არიან სირიისა და ავღანეთის მოქალაქეები.

ბოროტმოქმედი პოლიციამ მესამე თავდასხმის მცდელობისას დააკავა.

ცნობილია, რომ ეჭვმიტანილი 50 წლის გერმანელია.

თვითმხილველები ყვებიან, რომ თავდამსხმელი მიზანმიმართულად ეჯახებოდა ხალხს და ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებდა. 

დღის ამბები