20 აპრილი 2024,   13:33
ვრცლად
თავდასხმა იაპონიაში საახალწლო ღონისძიებაზე - 21 წლის ახალგაზრდამ მანქანით ხალხს გადაუარა

იაპონიაში საახალწლო ღონისძიებაზე მომხდარ თავდასხმას იძიებენ. ტოკიოს ტურისტულ ცენტრში 21 წლის ახალგაზრდამ მანქანით ხალხს გადაუარა, რის შემდეგაც ავტომობილიდან გადმოვიდა და დაშავებულ ხალხს ფიზიკურად გაუსწორდა და ადგილიდან მიიმალა.

თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან მოზარდებიც.

თავდამსხმელი პოლიციამ მომხდარიდან 20 წუთში დააკავა. მან თავად განაცხადა, რომ ტერაქტი მოაწყო.

როგორც გაირკვა, ის ერთ-ერთი სექტის წევრია და ამგვარად პროტესტი გამოთქვა ლიდერის სიკვდილით დასჯის გამო.  

დღის ამბები