23 აპრილი 2024,   19:20
ვრცლად
საახალწლო მილოცვები დაპირისპირების მიზეზი გახდა - გორის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ერთმანეთს ​პლაგიატში ადანაშაულებენ

საახალწლო მილოცვები, რომელიც მუნიციპალიტეტებს შორის კამათის საგანი გახდა - გორის და ქუთაისის მერები ერთმანეთს ​პლაგიატში ადანაშაულებენ.

"მე კარგად მესმის, რომ ბევრი ადამიანი ახალ წელს გაჭირვებაში ხვდება. ვისურვებდი, რომ 2019 წელი მათთვის წინსვლისა და გაძლიერების წელი ყოფილიყოს. მე მჯერა, რომ ეს ასეც იქნება“- ეს არის მცირე ფრაგმენტი ვრცელი მილოცვიდან, რომელიც 31 დეკემბერს, 15:51 საათზე გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

დაახლოებით 5 საათში, ზუსტად ანალოგიური ტექსტით მიულოცა ახალი წელი მოქალაქეებს ქუთაისის მერმა, გიორგი ჭირღვაიამ.

სწორედ იდენტურ ტექსტებს მოჰყვა მუნიციპალიტეტებს შორის დაწყებული დავა.   

დღის ამბები