24 აპრილი 2024,   12:23
ვრცლად
დანიაში სარკინიგზო კატასტროფას 6 ადამიანი ემსხვერპლა

სარკინიგზო კატასტროფას დანიაში 6 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ძლიერი შტორმის დროს ხიდზე მოხდა.

ქარის გამო სატვირთო მატარებლიდან გადმოვარდნილი ობიექტი სამგზავრო შემადგენლობას მოხვდა, რის შემდეგაც მემანქანემ მატარებელი მკვეთრად დაამუხრუჭა და ლიანდაგიდან გადავიდა.

ავარიის დროს ბორტზე 131 მგზავრი იმყოფებოდა, 16 მათგანი დაშავდა, 100-მდე ადამიანის ვაგონებიდან გამოყვანას კი მაშველები ამ დრომდე ცდილობენ.

მატარებელი რეისს ქალაქ ოდენსიდან კოპენჰაგენის მიმართულებით ასრულებდა. ავარიის შემდეგ ხიდზე სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა შეწყდა. 

დღის ამბები