"ტაივანის დამოუკიდებლობა ჩინეთისთვის მიუღებელია და მას ჩიხში შევყავართ" - განცხადება ამის შესახებ ქვეყნის ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ტაივანის პრეზიდენტმა ჩინეთის პირობებით ქვეყანასთან შეერთება გამორიცხა.
სი ძინპინის შეფასებით, ჩინეთის მშვიდობიანი გზებით გაერთიანება ორივე მხარის ინტერესში უნდა შედიოდეს, თუმცა ოფიციალური პეკინი სამხედრო ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავს.
ტაივანს 1949 წლიდან საკუთარი ადმინისტრაცია ჰყავს, თუმცა ოფიციალურად დამოუკიდებლობა არასდროს გამოუცხადებია.