20 აპრილი 2024,   00:11
ვრცლად
ეს არის ვალების არ დაგროვების პროცესი - მმართველი გუნდი ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედებაზე საუბრობს 

ვალების არ დაგროვების პროცესი - ასე აფასებს ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედებას
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ახალი რეგულაციები მოემსახურება იმას, რომ მოქალაქეებმა სესხის გადასახდელად არ დაკარგონ თუნდაც ის სახლი, რომელშიც ცხოვრობენ.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეებს სესხის გადახდის პრობლემა აღარ ექნებათ.

„ახალ ჩვენ გვაქვს ორი პროცესი, პირველი ეს არის ვალების განულების პროცესი, რომელიც გულისხმობს, რომ 600 ათასამდე ჩვენს თანამემამულეს ჩამოეწერება წლობით დაგროვილი დავალიანება და ეს არის მილიარდობით. და მეორე პროცესი, ვალების არ დაგროვების პროცესი. 1 იანვრიდან ძალაში შეიყვანა ეროვნულმა ბანკმა პროცედურა, რომელიც გულისხმობს, რომ  სესხის აღება მიბმული არის მსესხებლის შემოსავლის დონეზე. ეს გულისხმობს, რომ მსესხებელი თავის სესხს უნდა მოემსახუროს მისი შემოსავლებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე ის არ  უნდა გახდეს იძულებული, რომ სესხის მომსახურებისთვის გაყიდოს მისი თუნდაც უკანასკნელი საცხოვრებელი სახლი,“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ფინანსური რეგულაციები საბოლოო ვერსიაში სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტები გაზრდილია. ანუ ყოველთვიურად გადასახადი თანხის ოდენობა შედარებით მეტია. მაგალითად, თუ ოჯახის შემოსავალი 3000 ლარია, 15 წლიანი სესხის შემთხვევაში ყოველთვიური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1350 ლარს, 5 წლიანი სესხის შემთხვევაში კი 1650 ლარს. იზღუდება ბინით უზრუნველყოფილი სესხის აღებაც. ბინას, რომელშიც ცხოვრობთ, ბანკში ვეღარ ჩადებთ, თუ შემოსავლებს ვერ დაადასტურებთ. 

ფინანსური რეგულაციები ძალაში შევიდა უკვე შევიდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები