19 აპრილი 2024,   08:58
ვრცლად
ლონდონმა ტრადიციულ საახალწლო აღლუმს უმასპინძლა

ლონდონმა ტრადიციულ საახალწლო აღლუმს უმასპინძლა. დღესასწაულის აღსანიშნავად ბრიტანეთის დედაქალაქის ქუჩებში 10 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

"ლონდონი ესალმება მსოფლიოს"- ასეთი იყო წლევანდელი აღლუმის მთავარი თემა.

მოზეიმეების განწყობაზე, ტრადიციულად, მოცეკვავეები და მუსიკოსები ზრუნავდნენ, ქუჩებში ჩაატარეს ჩოგბურთელების გიგანტური თოჯინები და ანიმაციური პერსონაჟები, მოეწყო შეჯიბრებებიც.

პირველად საახალწლო აღლუმი ლონდონში 1987 წელს გაიმართა და ახლა ისბრიტანეთის დედაქალაქში, საახალწლო ღონისძიებების მთავარი ელემენტია.

დღის ამბები