24 აპრილი 2024,   13:38
ვრცლად
თოვლის ბაბუა, გასართობი ღონისძიებები და საჩუქრები ბავშვებს - საახალწლო განწყობა რესპუბლიკის მოედანზე 

საახალწლო განწყობა რესპუბლიკის მოედანზე ბავშვთა სოფელში - დღეს, ბავშვებს და მათ მშობლებს, სანტა კლაუსთან და თოვლის ბაბუასთან ერთად, განწყობას საახალწლო კონცერტიც შეუქმნის.

საბავშვო ჯგუფების შემდეგ, სცენას ნიუტონი დაიკავებს, კონცერტი სულ ცოტა ხანში დაიწყება.

საახალწლო განწყობა ბავშვებს ანა-ბანას კონცერტმაც შეუქმნა. ისინი მაყურებლის განწყობაზე ერთი საათის განმავლობაში ზრუნავდნენ. 

რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან უამრავი ადამიანი მიდის. ბავშვებს თოვლის ბაბუა ხვდება და მათთან ფოტოებს იღებს. საჩუქრებს და სიურპრიზებს ბავშვები სანტასგანაც იღებენ. 

დღის ამბები