19 აპრილი 2024,   23:07
ვრცლად
"უმრავლესობამ გააკეთა ყველაფერი, რომ კანონით გაეძლიერებინა კლანის წევრები" - ეკა გიგაური მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შეცვლას ითხოვს

„საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველო“ უზენაესი მოსამართლეების შერჩევის წესში ცვლილებების შეტანას ითხოვს. ეკა გიგაურის განცხადებით სია, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობაში უკვე გახდა განხეთქილების მიზეზი, ვერ იქნება გაწვეული მოქმედი კანონის გამო.

ამიტომ მისი თქმით, ჯერ უნდა შევიდეს ცვლილებები ორგანულ კანონში, გაიწეროს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები და ამის შემდეგ პარლამენტმა დაიწყოს მოსამართლეთა კანდიდატურების განხილვა.

„ყველამ ამ ქვეყანაში და მათშორის საპარლამენტო უმრავლესობამაც იცის ვინ არის ჩინჩალაძის და მურუსიძის კლანების წევრი. და მნიშვნელოვანია რომ სწორედ ეს მოსამართლეები არ იქნენ დანიშნული უზენაეს სასამართლოში. სხვა შემთხვევაში ბოლო წლების განმავლობაში უმრავლესობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ კანონით გაეძლიერებინათ კლანის წევრები და ფაქტიურად ყველაფერი მათ ხელში მოეხვედრებინათ. მაგრამ ეს არის ბოლო შანსი საპარლამენტო უმრავლესობისთვის  იმისთვის, რომ გააკეთონ ყველაფერი რომ უზენაეს სასამართლოში მაინც ჩვენ გვყავდეს ღირსეული მოსამართლეები,“-განაცხადა ეკა გიგაურმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები