16 აპრილი 2024,   09:42
ვრცლად
ნაფლეთოვანი ჭრილობები, მოტეხილობები და დამწვრობები - პიროტექნიკის აფეთქების გამო მოზარდს მტევნის ამპუტაცია დასჭირდა

პრობლემა რომელიც წლიდან წლამდე მოუგვარებელი რჩება და სტატისტიკა, რომელიც საგანგაშო მაჩვენებელს აღწევს - პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობა წელს განსაკუთრებით დიდია, მათ შორის ვისაც სახიფათო გასართობი აუფეთქდა ძირითადად ბავშვია.

დაშავებული მცირეწლოვანებიდან ერთს ხელის მტევნის ამპუტაცია დასჭირდა. პაციენტების უმეტესობას ნაფლეთოვანი ჭრილობები, დამწვრობები და თითების მოტეხილობები აქვს.

ექიმები ვარაუდობენ, რომ ბაზარზე უხარისხო ან ვადაგასული პიროტექნიკა იყიდება. გარდა ამისა, არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, რაც საბოლოო ჯამში სავალალო შედეგებით მთავრდება. 

დაზარალებულები ამბობენ, რომ პიროტექნიკა რომელიც მათ ჰქონდათ ძალიან სწრაფად ფეთქდებოდა და ვერ ასწრებდნენ მათ გადაგდებას, რის გამოც მათ დაზიანებები მიიღეს. 

ახალი წლის ღამე, პიროტექნიკის გამო, საავადმყოფოებში დაახლოებით 100-მდე მოქალაქემ გაატარა. მათი ნაწილი დამწვრობის ცენტრში, ნაწილი კი სხვადასხვა პროფილის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 

დღის ამბები