21 მაისი 2019,   19:54
ვრცლად
ახალი რეგულაციები საბანკო სექტორისთვის - სესხის აღება გართულდა 

სესხებზე რეგულაციები ძალაში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალიდან სესხის გაცემა გართულდება. 2019 წლის პირველი სამუშაო დღიდან ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ლომბარდები გამკაცრებული პირობებით გასცემენ კრედიტებს. მაგალითად თუ ოჯახის შემოსავალი 3000 ლარია, 15 წლიანი სესხის შემთხვევაში ყოველთვიური გადასახდელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1350 ლარს ხუთწლიანი სესხის შემთხვევაში კი 1650 ლარს.

იზღუდება ბინით უზრუნველყოფილი სესხის აღებაც. ბინას, რომელშიც ცხოვრობთ, ბანკში ვეღარ ჩადებთ, თუ შემოსავლებს ვერ დაადასტურებთ. ექსპერტები ამბობენ, რომ კოეფიციენტების გაზრდა კარგია, თუმცა შეზღუდვები შეამცირებს მსესხებლების რაოდენობას და სესხის მოცულობას.

საბანკო რეგულაციების ამოქმედებას რეფორმის დაწყებიდანვე ეწინააღმდეგება ოპოზიცია. ხელისუფლებას ოპონენტები ახსენებენ, რომ აღებული ვალის გადახდას მოსახლეობა გაჭირვების გამო ვერ ახერხებს.

ოპოზიციის კრიტიკას არ ეთანხმება "ქართული ოცნება". მმართველი გუნდში ამბობენ, რომ ახალი რეგულაციების შედეგად მოქალაქეები სესხის გადასახდელად არ დაკარგავენ თუნდაც იმ სახლს, რომელშიც ცხოვრობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები