19 აპრილი 2024,   11:32
ვრცლად
სოფელი დღესასწაულის გარეშე - თავწყაროში ცხოვრების ელემენტარულ პირობებს ითხოვენ 

უკიდურესად გაჭირვებული სოფელი, რომლის მოსახლეობა ცხოვრების ელემენტარულ პირობებს წლებია უშედეგოდ ითხოვს - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ თავწყაროში არ არსებობს მაღაზია, აფთიაქი, სკოლა და ბაღი. სოფელს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. 

თავწყაროში გზები იმდენად დაზიანებული, რომ ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება. ადგილობრივებს დედოფლისწყარომდე ჩასვლა ხშირად ფეხით უწევთ.

მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს კიდევ უფრო ამძიმებს სოციალური პრობლემები. სოფელში შექმნილ უკიდურესად მძიმე ვითარებაზე პასუხი ადგილობრივ ხელისუფლებას არ აქვს. სოფლის რწმუნებული ამტკიცებს, რომ პრობლემებზე მუშაობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ადგილობრივები კი აცხადებენ რომ, ხელისუფლებას ისინი მხოლოდ წინასაარჩვენო პერიოდში ახსენდება. 

 

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები