დღეს ბედობაა. ძალიან ბევრ ადამიანს სჯერა, რომ მთელ წელს სწორედ დღევანდელი დღის განწყობა და რწმენა განსაზღვრავს.
სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ ამ თემის მიმართ საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს. ზოგისთვის ეს საყვარელი საქმის კეთების, ზოგისთვის ტრადიციების დაცვის შესაძლებლობაა. ზოგისთვის კი კონკრეტულ გამოცდილებას უკავშირდება.