25 აპრილი 2024,   13:17
ვრცლად
კონცერტები სხვადასხვა ჯგუფების და შემსრულებლების მონაწილეობით - საახალწლო ზეიმი დედაქალაქის ცენტრში გრძელდება

საახალწლო ზეიმი დედაქალაქის ცენტრში გრძელდება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში ბავშვებს და მათ მშობლებს, სანტა კლაუსი და თოვლის ბაბუა მასპინძლობდნენ, სცენაზე საბავშვო მუსიკალური ჯგუფები მღეროდნენ.

დღის ბოლოს კი მთავარ ნაძვის ხესთან ჯგუფ ნიუტონის კონცერტი გაიმართა.  

„ძალიან კარგად ჩაიარა დღევანდელმა საღამომ. პუბლიკაც მშვენიერი. საახალწლო განწყობა იყო,“-განაცხადა ჯგუფ ნიუტონის წევრმა შაკო ღელეყვამ

დღის ამბები