18 აპრილი 2024,   11:45
ვრცლად
მტაცებლის შემოსევა თელავის მუნიციპალიტეტში - სოფელ შალაურში მგლებმა საქონელი დაგლიჯეს

მტაცებლის შემოსევა თელავის მუნიციპალიტეტში - სოფელ შალაურში მგლებმა საქონელი დაგლიჯეს.

მეპატრონის ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ის თხებს საძოვრიდან სახლში აბრუნებდა.

თამაზ სუხიტაშვილის თქმით, მტაცებელმა ორი თხის მოკვლა მოახერხა.

შალაურში ამბობენ, რომ ეს მტაცებლის შემოსევის პირველი შემთხვევა არ არის და არ გამორიცხავენ, რომ მგლებმა ადამიანებიც დააზარალონ. ადგილობრივები დახმარებას და სოფლის დაცვას ითხოვენ.

დღის ამბები