19 აპრილი 2024,   22:49
ვრცლად
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით - ფედერიკა მოგერინიმ მომხდარი წლის მოვლენებს შორის დაასახელა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი, ფედერიკა მოგერინი წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს შორის ასახელებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საკუთარ ბლოგში წერს სახელწოდებით -  "12 რამ, რომელიც 2019 წელს უნდა გაგვყვეს.

ფედერიკა მოგერინი გასული წლის საუკეთესო მომენტებს იხსენებს და ამბობს, რომ სირთულეების მიუხედავად, სწორედ მსგავსი ამბები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მომავალს იმედით შევხედოთ.

"ოქტომბერში პატივი მქონდა გამეხსნა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც მსოფლიოში უძველესია. წელს საპატიო სტუმარი იყო საქართველო, ევროკავშირის ახლო და მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მესაუბრა იმის შესახებ, თუ რა გვაკავშირებს ჩვენ როგორც ევროპელებს, ჩვენს კულტურასა და იდენტობას“, - წერს ფედერიკა მოგერინი.

დღის ამბები