19 აპრილი 2024,   23:40
ვრცლად
ძლიერი შტორმის შედეგად ნიდერლანდების სანაპიროზე ზღვამ სატვირთო გემის კონტეინერები გამორიყა

ნიდერლანდების ჩრდილოეთ სანაპიროსთან ზღვამ სატვირთო გემის კონტეინერები გამორიყა. საუბარია 270-მდე კონტეინერზე, რომელიც პანამის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდიდან ძლიერი შტორმის დროს გადაცვივდა.

ადგილობრივების მიერ პლიაჟზე ნაპოვნ ნივთებს შორისაა ელექტროტექნიკა, ავეჯი, ავტომობილების ნაწილები, ტანსაცმელი და სათამაშოები. ტვირთის ნაწილი ამ დრომდე წყალშია, ამიტომ მათ შესახებ სანაპირო დაცვამ რაიონის ტერიტორიულ წყლებში მოძრავი გემები უკვე გააფრთხილა.

დღის ამბები