25 აპრილი 2024,   12:02
ვრცლად
„ქართული ოცნების“ ჩამოშლის დასაწყისი - რომან გოცირიძე გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევაზე

„ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, შეიძლება შევაფასოთ, როგორც „ქართული ოცნების“ ჩამოშლის დასაწყისი,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ გააკეთა.

რომან გოცირიძე გედევან ფოფხაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაწვევას ეხმაურება და ამბობს, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართული ოცნება“ გუნდში განსხვავებული აზრის მქონე პირებს დევნის.

გოცირიძემ ამის მაგალითად დავით ჭიჭინაძის შემთხვევა მოიყვანა, როდესაც დეპუტატმა მმართველი გუნდის წევრებთან დაპირისპირების გამო "ქართული ოცნების" რიგებიდან "პატრიოტთა ალიანსში" გადაინაცვლა.

„ფაქტობრივად, პარტიაში მყარდება დიქტატურა, განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის ხალხს უშვებენ კომიტეტებიდანაც კი. თუ განსხვავებული აზრისთვის დაისაჯა ჭიჭინაძე და აიძულეს, რომ დაეტოვებინა „ქართული ოცნება“, დღეს უკვე აქ გაცილებით დიდ ჯგუფთან გვაქვს საქმე,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება დღეს „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში გამართულ საგანგებო სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ესწრებოდა. ეკა ბესელიას გუნდის წევრი და ბესელიას მთავარი მხარდამჭერი გედევან ფოფხაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები