24 აპრილი 2024,   00:15
ვრცლად
დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ - კობახიძე ბესელიას პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს

„ბესელიას და ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლის დაკავშირება მოსამართლეების საკითხთან, არის ან ინფორმაციის არ ქონის შედეგი ან პოლიტიკური სპეკულაცია,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ ახალ ფაზაში გადავიდა. პარლამენტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას ბიუროს სხდომაზე დაუპირისპირდა. ირაკლი კობახიძემ ის პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა.

„ორი მიზეზი ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას. ერთი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა და ყველა კვალიფიციური იურისტი თანხმდება იმაზე, რომ რეგლამენტის უხეში დარღვევით იყო არჩეული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე. მეორე პრობლემა იყო გუნდურობა. გუნდში იყო ეს განსახილველი საკითხი. ამ ორი მიზეზის გამო იყო გადაწყვეტილება მიღებული. არ არსებობს რეგლამენტის თანახმად ინსტანცია, რომელიც დაადგენს კომიტეტში თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის ლეგიტიმურობას, აქედან გამომდინარე ეს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა ფრაქციას,“- აღნიშნა კობახიძემ.

ბიუროს დღევანდელ სხდომას თავად ეკა ბესელია არ დასწრებია. ის საქართველოში არ იმყოფება. გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე განცხადება ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა. დეპუტატის განცხადებას "ქართული ოცნების" წევრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

დღის ამბები