16 აპრილი 2024,   08:12
ვრცლად
ხმაური ვარკეთილში - ადგილობრივები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში მე 17 კორპუსის მაცხოვრებლები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, მშენებლობა რეკრეაციულ ზონაში იგეგმება. ადგილზე უკვე წყალკანალის ბრიგადები მუშაობენ.

„მოსახლეობა თანახმა არ არის. არავის არ უკითხავს მოსახლეობისთვის. მოდით, რა, ჯერ ბავშვებს მივცეთ თამაშის საშუალება, ჯერ სტადიონი გაკეთდეს, რომელსაც წლებია ვიხვეწებით“- ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი ზურა წერეთელი.

ინფორმაციას ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები უარყოფენ. მათი თქმით, ტერიტორია გასხვისებული არ არის და ის მერიის ბალანსზეა.

დღის ამბები