20 აპრილი 2024,   02:27
ვრცლად
გერმანიის სახელმწიფო უწყებებზე და პოლიტიკოსებზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა

ჰაკერებმა გერმანიის სახელმწიფო უწყებებზე და პოლიტიკოსებზე კიბერთავდასხმა განახორციელეს. დამნაშავეებმა ანგელა მერკელის, თანამდებობის პირებისა და დეპუტატების მონაცემთა ბაზებში შეაღწიეს და ინტერნეტში მათი პირადი მონაცემები გაასაჯაროვეს. ინტერნეტმომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი აღმოჩნდა პოლიტიკოსების პასპორტების, საკრედიტო ბარათების მონაცემები, მისამართები, ტელეფონის ნომრები და სხვა მონაცემები. ასევე გამოქვეყნდა ასობით გერმანელი პოლიტიკოსის შიდაპარტიული დოკუმენტაცია და მიმოწერები. 

გერმანული მედიის ინფრომაციით, ჰაკერებმა შეტევა ერთის გარდა ყველა პარტიაზე მიიტანეს. ქსელში არ გავრცელებულა მხოლოდ "ალტერნატივა გერმანიისთვის" პარტიის წევრების მონაცემები. გამოძიება ცდილობს დაადგინოს დანაშაულის მოტივი და საიდან მოხდა ამ ინფორმაციის გატაცება.

დღის ამბები