19 მარტი 2019,   08:36
ვრცლად
გაზრდილი ინფლაცია - 2018 წელს ქვეყანაში ფასებმა მოიმატა

2018 წლის შეჯამების შემდეგ საქსტატმა საქართველოში 1,5%-იანი ინფლაცია დაადგინა. ქვეყანაში გაძვირდა ყველაფერი, პურიდან დაწყებული მუზეუმის ბილეთების ჩათვლით დამთავრებული. თევზეული შარშან 11,1 პროცენტით გაძვირდა, პურპროდუქტები - 8,8 პროცენტით, ხორცპროდუქტები 4,5%-ით. თითქმის 5%-ით არის გაზრდილი ალკოჰოლური სასმელების ფასი, 8,1%-ით თამბაქოს ნაწარმზე პროცენტით.

ექსპერტების აზრით, ეს მონაცემები რეალობას ვერ ასახავს და სინამდვილეში პროდუქტები უფრო მეტად არის გაძვირებული.

ინფლაციის დონის მატება კომუნალურმა გადასახადების გაზრდამ გამოიწვია. შარშან 7,7 პროცენტით გაძვირდა წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა გადასახადები. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია 3%-იან მაჩვენებელს არ ცდება, ექსპერტები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმეა, რადგან ისედაც ღარიბი მოსახლეობისათვის ყველაზე საჭირო პროდუქტები ძვირდება.

2018 წლის განმავლობაში გაძვირდა სამედიცინო მომსახურებაც. გაიზარდა საავადმყოფოებისა და ამბულატორიების სერვისების ფასი. მოიმატა ტრანსპორტის ღირებულებამაც.

რამდენიმე თვის წინ იუნისეფმა საგანგაშო მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბოლო 2 წლის განმავლობაში ღარიბი მოქალაქეების რაოდენობა გაორმაგდა და საერთო მოსახლეობის 69 პროცენტი ორ მილიონ ნახევარზე მეტი შეადგინა.

 

დღის ამბები