25 აპრილი 2024,   06:10
ვრცლად
ხანძარი სოფელ აჯამეთში - ცეცხლს 4 სახანძრო ბრიგადა აქრობდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ აჯამეთში ხანძარი იყო. ცეცხლი დაახლოებით 3 ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის ვლადიმერ ჯღამაძის თქმით, ადგილზე 4 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

"არსებობდა საშიშროება რომ ცეცხლი აჯამეთის ნაკრძალზე გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება და მალევე ლიკციდაცია დრულად მოახრრხეს"-განაცხადა ვლადიმერ ჯღამაძემ.

დღის ამბები