20 აპრილი 2024,   02:05
ვრცლად
ძლიერი ქარის გამო, ბათუმში რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

სტიქია ბათუმში - ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. სტიქიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას თავის ტვინის დახურული ტრავმა აქვს და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში რჩება კიდევ ერთი დაშავებული. ორივე მოქალაქეს თავში ლითონის ფურცლები დაეცა, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩაზე ქარმა საცხოვრებელი კორპუსის სახურავს მოგლიჯა.

სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ჯერ ვერ ითვლიან, ბათუმში ისევ ძლიერი ქარი ქრის. სახურავის ლითონის ფურცლები ავტომობილებსაც დაეცა. დაზიანებულია რამდენიმე მანქანა. ბინების ერთი ნაწილი გადახურვის გარეშე დარჩა ძველ ბათუმშიც. გადაუდებელი დახმარების ცენტრში ძლიერი ქარის გამო 20-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.

დღის ამბები