19 აპრილი 2024,   03:43
ვრცლად
კალა-უშგულის და საგლოლო-ჭიორა-ღების გზებზე მოძრაობა აიკრძალა

ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ამავე გზის ხაიში-კალას მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხაიში-დიზის მონაკვეთზე თავისუფალია. ხოლო დიზი-კალას მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის ზუგდიდი-ხაიშის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის კმ 11 მონაკვეთზე, ინტენსიური წვიმების შედეგად ჩამოსულია მიწის და ქვიშის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

დღის ამბები