19 აპრილი 2024,   12:15
ვრცლად
ტაილანდში ძლიერი შტორმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

ტაილანდში ძლიერი შტორმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ქევყნის სამხრეთ რეგიონებს, მათ შორის ტურისტულ ზონას, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა.

სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

ადგილობრივები დროებით თავშესაფრებს უკვე ტოვებენ, თუმცა, ხელისუფლება მათ მასშტაბური წყალდიდობების საფრთხის შესახებ კვლავ აფრთხილებს.

რეგიონში განახლდა საზღვაო მიმოსვლა და აეროპორტების მუშაობაც, თუმცა, რეისები დაგვიანებით სრულდება.

დღის ამბები