26 აპრილი 2024,   00:48
ვრცლად
ეკა ბესელიას დაწინაურება და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნა სექტემბერში იგეგმებოდა

ეკა ბესელიას დაწინაურება და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნა იგეგმებოდა.

ამის შესახებ  განცხადება საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა, გააკეთა.

დავით გელაშვილის ინფორმაციით, ჯერ კიდევ სექტემბერში პარლამენტის ხელმძღვანელებისგან მიიღო დავალება, რომ პარლამენტში ვიცე-სპიკერების ფლიგელში ეკა ბესელიასთვის ფართი მოეწყო. 

„სექტემბერში ჩვენ მივიღეთ დავალება პარლამენტის ხელმძღვანელებისგან, რომ მოგვეძია მაღალი თანამდებობის პირისთვის შესაბამისი ფართი და მოგვეწყო ეს ფართი. ფართის მოძიების შემდეგ მივიღეთ უკვე კონკრეტული დავლება, რომ ეს ფართი მოგვეწყო და ამ დავალების მიღების დროს ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ ეს ფართი უნდა ყოფილიყო მაშინდელი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ეკა ბესელიასთვის, რომელიც უნდა დაწინაურებულიყო და გამხდარიყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ეს ხდებოდა სექტემბერ-ოქტომბერში,“ - განაცხადა დავით გელაშვილმა.

ირაკლი კობახიძის სამუშაო კაბინეტში დღეს დილიდან დახურული კონსულტაციები მიმდინარეობს.

კობახიძის თქმით, ეკა ბესელიას კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლა და პარლამენტის ვიცე-სპიკერად დანიშვნა ჯერ კიდევ აგვისტოში იგეგმებოდა.

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ბესელიას განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელი მოსამართლეთა სიის წარდგენას უკავშირდება.

დღის ამბები