23 აპრილი 2024,   21:10
ვრცლად
ლოს ანჯელესის გარეუბანში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ლოს ანჯელესის გარეუბანში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ბოულინ ცენტრში მოხდა.

გავრცელებული ცნობით, სროლას წინ უძღოდა ჩხუბი, რომელიც თავდაპირველად ქალებს შორის დაიწყო, შემდეგ კი კონფლიქტში მამაკაცები ჩაერივნენ.

სროლის შედეგად 4 ადამიანიც დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებს ეჭვმიტანილები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.  

დღის ამბები