25 აპრილი 2024,   16:08
ვრცლად
სიგარეტი ისევ გაძვირდა - ახალი ფასი ახალი რისკების საფუძველი ხდება

პირველი იანვრიდან საქართველოში სიგარეტი 50-დან 80 თეთრამდე გაძვრიდა. თამბაქოს მომხმარებლებს ფასი, საშუალოდ, ერთი ლარით მომატებული დახვდათ.

გაძვირების მიზეზი ერთ კოლოფ სიგარეტზე ადვალური გადასახადის 10-დან 30 პროცენტამდე გაზრდა გახდა. თამბაქოს ინდუსტრიაში ფასის კიდევ უფრო მატებას აანონსებენ.

ექსპერტები ბიუჯეტის შევსების ახალ მექანიზმზე საუბრობენ. მათი თქმით, აქციზის ფასის ზრდით მხოლოდ სახელმწიფო სარგებლობს, რადგან ამ გადაწყვეტილებით მწეველთა რაოდენობა ქვეყანაში არ მცირდება.

რეალიზატორები ახალი გადასახადის დაწესებაში კიდევ ერთ პრობლემას ხედავენ. დარწმუნებულები არიან, რომ ამით სახელმწიფო თვითონ უხსნის გზას არალეგალური ბაზარს და ოკუპირებული აფხაზეთიდან და სომხეთის საზღვრიდან უაქციზო სიგარეტის შემოტანის კონტროლი შეუძლებელი გახდება.

ჯანდაცვის უწყებაში ადასტურებენ, რომ ბოლო პერიოდში მწეველთა სტატისტიკა არ მცირდება, თუმცა ამბობენ, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მოხმარებული ღერების რაოდენობა შემცირდა.

 

 

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები