25 აპრილი 2024,   09:31
ვრცლად
უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს საპატრიარქო, სავარაუდოდ, გაზაფხულზე გააკეთებს

უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს საპატრიარქოს და ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ სინოდს წევრები გაზაფხულზე შეიკრიბებიან და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტენ, რა პოზიცია ექნება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის მიმართ.

„დაველოდოთ, ვერ გეტყვით. სინოდზე რაც მიიღეს გადაწყვეტილება, იყო ერთმნიშვნელოვნად მინიშნება, რომ სინოდალური გადაწყვეტილება იქნება, სინოდზე იმსჯელებენ,“ - განაცხადა დეკანოზმა, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია დღეს მიანიჭა. 

დღის ამბები