19 აპრილი 2024,   18:20
ვრცლად
მასშტაბური აქციები უნგრეთში-დემონსტრანტები შრომით კანონში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებენ

უნგრეთი ისევ მასშტაბურმა აქციებმა მოიცვა. ათასობით ადამიანი ქუჩებში შრომითი კანონში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელიც დამსაქმებელს უფლებას აძლევს თანამშრომლები ზეგანაკვეთურად ამუშავონ და ანაზღაურება სამი თვით გადაავადონ. ოპოზიცია ახალ კანონს მონურს უწოდებს და პრეზიდენტ ვიქტორ ორბანის გადადგომას მოითხოვს. აქციას ბუდაპეშტში პროფკავშირები შეუერთდნენ. მათ მსვლელობა მთავრობის სასახლის მიმართულებით გამართეს და ხელისუფლებას დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდეს. თუ მთავრობა 1 კვირის განმავლობაში მოლაპარაკებას არ დაიწყებს პროფკავშირები მასშტაბური საყოველთაო გაფიცვის მოწყობით იმუქრებიან. 

დღის ამბები