25 აპრილი 2024,   13:12
ვრცლად
სერბეთშიც ანტისამთავრობო აქციები გრძელდება-მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ

სერბეთშიც ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. ბელგრადის ცენტრში შეკრებილი ხალხი ხელისუფლების გადადგომას მოითხოვს. მომიტინგეები პრეზიდენტ ალექსადრე ვუვიჩს და მის მთავრობას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების დევნაში ადანაშაულებენ. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნოემბერში პრეზიდენტის კრიტიკით გამორჩეულ პოლიტიკოსზე თავდასხმა მოხდა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ლიდერზე თავდასხმა პრეზიდენტის განცხადებებმა წაახალისა. 

დღის ამბები