20 აპრილი 2024,   16:14
ვრცლად
შეერთებულ შტატებში ე.წ. „შათდაუნის“ დასრულებაზე ვერ შეთანხმდნენ - ტრამპი მექსიკის კედლის მშენებლობის დაფინანსებას ითხოვს

შეერთებულ შტატებში ე.წ. „შათდაუნის“ დასრულებაზე ვერ შეთანხმდნენ. მოლაპარაკება მთავრობის მუშაობის განახლებაზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებსა და კონგრესის წარმომადგენლებს შორის თეთრ სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტვიტერში დაწერა, რომ პროგრესი არ შეინიშნება. დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ დათმობაზე წასვლას არ აპირებს და სამხრეთ საზღვარზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მექსიკის საზღვარზე გამყოფი კედლის მშენებლობის დაფინანსებას მოითხოვს.

საუბარია, 5 მილიარდ 500 მილიონი დოლარის გამოყოფაზე, რასაც დემოკრატები ეწინააღმდეგებიან. სენატორები კი აცხადებენ, რომ შეხვედრა პროდუქტიული იყო და დიალოგის გაგრძელებას აანონსებენ. დემოკრატიული პარტია მოლაპარაკების პროცესის პარალელურად მტავრობის მუშაობის განახლებას მოითხოვს.

დღის ამბები