20 აპრილი 2024,   02:53
ვრცლად
აქვს ტვინის შერყევა და ჭრილობა - ექიმს, რომელსაც პაციენტი, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს სთხოვდა და უარის გამო სცემა, ოპერაცია დასჭირდა 

თავადასხმა ექიმზე. პაციენტი მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოს მედიკოსს სასტიკად გაუსწორდა. ექიმს მიღებული ტრავმების გამო გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. კონფლიქტი მედიკოსსა და პაციენტს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც კლინიკაში მყოფმა პაციენტმა ექიმს ერთ-ერთი ვერსიით ნარკოტიკული საშუალება მოსთხოვა, უარის შემდეგ კი მას სცემა.

„მოხდა ინციდენტი პაციენტსა და ექიმს შორის, გამოძახებული იქნა საპატრულო პოლციია, რომელიც ოპერატიულად მოვიდა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება“-ამბობს ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი.

რაც შეეხება, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი ნარკოტიკულ საშუალებებს ითხოვდა და ექიმს უარის გამო ფიზიკურად გაუსწორდა, ლურსმანაშვილი ამბობს, რომ კლინიკის ყველა ექიმს საკუთარი ვერსია აქვს.

რაც შეეხება დაშვებულს, მას საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს და იმავე კლინიკაში მკურნალობს.

„აქვს ტვინის შერყევა, აქვს ჭრილობა, სხეულის სხვადასხვა უბნის დაჟეჟილობა. ხელის დარტყმის შესახებ მიიღო ჭრილობა“-ამბობს ლურსმანაშვილი.

ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ექიმი ყველანაირად ეცადა დახმარება გაეწია შემოსული პაციენტისთვის, მისი თქმით, თავდამსხმელი კლინიკაში 10 წუთის შემოსული იყო, რა დროსაც მათ შორის ინციდენტი დაიწყო. ლურსმანაშვილი დაპირისპირების დეტალებზე არ საუბრობს.

ინციდენტის ერთ-ერთი თვითმხილველი მომღერალი თიკა ჯამბურიაა, რომელიც ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მწვავე ჰაიმორიტი ჰქონდა და რამდენიმე საათის განმავლობაში საავადმყოფოში ისე იწვა, რომ მისთვის წამალი არ მიუციათ.

„ეს ბიჭი იწვა ღორის გრიპით, როგორც ვიცი გამოუშვეს მკურნალობის გარეშე. იქ რაც მოხდა, ის ბიჭი არ იყო დამნაშავე რაც მე დავინახე. რომელ ნარკოტიკულ ნივთიერებას გამაყუჩებელს ითხოვდა, იმიტომ რომ ჰქონდა ჰაიმორიტი, მწვავე თავის ტკივილი და ათი საათიდან ორ საათამდე ისე იწვა რომ წამალი არ მიუციათ“-ამბობს თიკა ჯამბურია.

ამავე თემაზე
დღის ამბები