20 აპრილი 2024,   17:53
ვრცლად
გრძელი ავტოკოლონა გუდაურთან - ჩაკეტილი გზის გამო, რამდენიმე საათია მძღოლები ლარსის მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან

გუდაურთან კვლავ საკმაოდ გრძელი ავტოკოლონა დგას. მძღოლები გზის გახსნას ელოდებიან. ყაზბეგის მიმართულებით გზა ჩაკეტილია. ზვავსაშიშროების გამო, ლარსის მიმართულებით მიმავალ მანქანებს გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. 

„ბაქოდან მივდივართ მოსკოვში. უკვე ორი დღეა ვცდილობთ საზღვრის გადაკვეთას, თუმცა უშედეგოდ. აღარც საწვავი გვაქვს და აღარც რესურსი. არავინ არაფერს ამბობს. პოლიციამ გაგვაჩერა და რა გვეშველება არ ვიცი,“-ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი ამბობენ, რომ მოძრაობა ცოტა ხანში აღდგება. ადგილზე ამ ეტაპისთვის ზვავსაშიშროება აღარ არსებობს, ამიტომ მძიმე ტექნიკამ გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო, თუმცა თუ ამინდი გაუარესდება შეზღუდვები გზებზე შენარჩუნდება.

„საგზაო მუშაობს, არანაირი პრობლემა არ არის. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ იქნა დაკეტილი ზვავსაშიშროების გამო. სანამ არ მოიხსნა ზვავსაშიშროება ჩვენ საგზაოს არანაირი უფლება არ გვაქვს, რომ ტექნიკა შევიდეს და გაწმინდოს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ახლა მოხსნილია ზვავსაშიშროება, ვმუშაობთ და ნახევარ საათში გავუშვებთ. მთავარია ამინდი და რა სიტუაცია იქნება. ისევ თუ დიდი ნალექი იქნება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეიძლება ისევ დაკეტოს ზვავსაშიშროების გამო,“-განაცხადა გზების ტექნიკურმა ზედამხედველმა ზაზა აგულაშვილმა. 

დღის ამბები