20 აპრილი 2024,   09:20
ვრცლად
უბედური შემთხვევა ბათუმში - სტიქიით დაზარალებულები მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

სტიქიით დაზარალებულები ბათუმის მერიას  უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი განმარტებით, უკვე 24 საათზე მეტი გავიდა, რაც ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის გადახურის სამუშაოები არ გაგრძელებულა.

სპეციალისტებს ადგილზე ამ დრომდე ელოდებიან. მოსალხოება ამბობს, რომ მომხდარის გამო ისინი ისედაც დაზარალდნენ, წვიმის შემთხვევაში კი შენობა დაიტბორება.

ძლიერმა ქარმა 3 დღის წინ ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი - ერთი მათგანი გუშინ გარდაიცვალა.

დღის ამბები